"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მსვლელობას აანონსებენ

02.12.24 16:07
"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მსვლელობას აანონსებენ

"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება.

უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობენ და სპეცრაზმელების მხრიდან არსებულ განსაკუთრებულ სისასტიკესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.

შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტებზე, რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

დღეს, 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით იგეგმება მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით". - ნათქვამია უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები განცხადებაში.