ვგმობთ ძალადობას! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია! - საზღვაო აკადემიის თანამშრომლები

02.12.24 16:18
ვგმობთ ძალადობას! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია! - საზღვაო აკადემიის თანამშრომლები

"ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ" - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციული პერსონალი და კურსდამთავრებულები პეტიციას ავრცელებენ. ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დასაცავად.

საზღვაო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა, ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპული ინტეგრაციის შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.

გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა და პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ის უშუალოდ მოახდენს ნეგატიურ გავლენას საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების პროცესებზე.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების ერთგულნი და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გულწრფელად და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ უკმაყოფილებას ევროინტეგრაციის პროცესების შეჩერების გამო.

საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარების პერსპექტივა ევროკავშირთან თანამშრომლობაშია!

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააკეთოს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების კონსტიტუციით აღიარებული უფლებების დასაცავად!“

განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერენ:

  • აბდულ კახიძე – აკადემიური პერსონალი
  • ნინო ყურშუბაძე – აკადემიური პერსონალი
  • გურამ შანიძე – მოწვეული პედაგოგი
  • დიანა ფალავანდიშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  • ზურაბ სალაძე – მოწვეული პედაგოგი
  • პაატა ადამია – ადმინისტრაციული პერსონალი
  • ირინა ინწკირველი – ადმინისტრაციული პერსონალი
  • მიშიკო ბერიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  • ალექსანდრე შალიკაშვილი – ბსსა კურსდამთავრებული
  • ლუკა შუშანიძე – ბსსა კურსდამთავრებული
  • აკაკი ორმოცაძე – ბსსა კურსდამთავრებული
  • ნანა ბერიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  • მაია ტუღუში – აკადემიური პერსონალი
  • გოჩა ჩიტიძე – ადმინისტრაციული პერსონალი
  • ვალერიან მარგალიტაძე – აკადემიური პერსონალი
  • სოფიკო მანჯგალაძე – მოწვეული პედაგოგი
  • ლაშა დიასამიძე – აკადემიური პერსონალი
  • განცხადება 2 დეკემბერს, დღის პირველ საათზე გამოქვეყნდა და ხელმოწერები გრძელდება.