"გორი ირჩევს ევროპას" - ადმინისტრაციულ შენობასთან მოქალაქეები აქციას მართავენ
უწყვეტი პროტესტის მე-5 დღე საქართველოში - ამ წუთებში გორში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები გორის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება.
"გორი ირჩევს ევროპას" - ამ შინაარსის ტრანსფარენტები აქვთ მიტანილი ევროპული მომავლის მცველებს ადგილზე.
მე როგორც 4 შვილის მამა, ვალდებული ვარ, ჩემი შვილები ღირსეულ მოქალაქეებად გავზარდო. იმისათვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ღირსეულ მოქალაქედ, მან თავისი თვალით უნდა ნახოს, რა არის მონობა და რა არის აქტიური მოქალაქეობა", - ამბობს აქციის მონაწილე.