"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - ილიაუნელები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

02.12.24 18:59
"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - ილიაუნელები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

"დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია" - ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები საპროტესტო აქციას მართავენ.

ევროპული მომავლის მცველები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან დაიძრნენ და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე პროფესორმა განაცხადა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანი ქვეყნის სადარაჯოზე იდგეს.

მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ამაზე მნიშვნელოვანს ჩვენ დღეს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, თუ არ დავუდგებით გვერდით ახალგაზრდებს. ვიდგებით იქ, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან. მოვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას და მხარს ვუჭერთ სამართლიან პროტესტს", - ამბობს აქციის მონაწილე.