ერთი დოლარი უკვე 2,95 ლარი ღირს
"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეწყვეტის შემდეგ, სავალუტო ბაზარზე სრული პანიკაა - ლარი დღეს მკვეთრად გაუფასურდა და დღის ბოლოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2 ლარი და 95 თეთრი ღირს.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ერთი ევროს შესაძენად 3 ლარი და 11 თეთრია საჭირო.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ლარის კურსი ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
