კანადა "ოცნების" ლიდერებს სანქციებს უანონსებს
კანადა შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით, "თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში".
ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით"- ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში უფრო მეტს გახდება ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებთან და ჩვენ ერთად შევაფასეთ სიტუაცია - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბალტიის სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრებთან და ჩვენ ერთად შევაფასეთ სიტუაცია. თქვენ ასევე იხილეთ ევროკავშირის ფარგლებში უმაღლესი წარმომადგენლის საკმაოდ ძლიერი განცხადება, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის სახელმწიფოებმა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ჩვენ ამას ვხედავთ ქართველი ხალხის ქმედებებშიც, რომლებიც საკუთარ აზრს ხმამაღლა გამოხატავენ და მათი ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ გაჰყვეს ამ გზას 2028 წლამდე. საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა ყველა რეფორმის გატარება, რომელიც საჭიროა ევროინტეგრაციისთვის, რასაც ქართველები მხარს უჭერენ. ამავე დროს, ამ ნების ჩახშობა, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრება ის საკითხია, რომელზეც ჩვენ სიჩუმეს ვერ შევინარჩუნებთ და მივიღებთ ზომებს.
მე დავამატებ, რომ ჩვენ ვერ დავარქმევთ სამართლიანს იმ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ჩატარდა. გარდა ამისა, ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, როდესაც ახშობენ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას ქუჩებში, არ შეეფერება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, არ გაჰყოლოდა ქართველი ხალხის ნებას, რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი და გადაეხვია ევროინტეგრაციის გზიდან", - აცხადბენ კანადის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.
ცნობისთვის, ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.
დასანქცირებულთა სრული ჩამონათვალი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა X-ზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და დაწერა, რომ მოცემულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.