"ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტ წუთებში ითვლის" - საპროტესტო აქცია ნიუ-ორკში
საპროტესტო აქცია შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობს. ნიუ-ორკში მოქალაქეები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტონ. ემიგრანტები საკონსულოს წინ იმყოფებიან და კონსულთან შეხვედრას ითხოვენ.
''ტვ პირველის'' ყოფილი წამყვანი ეთუნა ინწკირველი საპროტესტო აქციაზე შვილთან ერთად მივიდა. მისი თქმით, ეს მომენტი გადამწყვეტია საქართველოსთვი და ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.
ახლა ჩვენი ქვეყანა გადამწყვეტ წამებს და წუთებს ითვლის. გარდა იმისა, რომ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არც ქვეყნის ბედი ადარდებს და არც ხალხის ხმა ესმის. ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დგას ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომლებიც პრაქტიკულად დღეს ქვეყნის მცველები არიან'', - ამბობს ეთუნა ინწკირველი.