კალაძემ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" დირექტორ ნინია მაჭარაშვილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
მიზეზი 30 ნოემბერს ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომლითაც მედიათეკებისა და ბიბლიოთეკების 246-მა თანამშრომელმა "ოცნების" ანტიევროპული განცდახდება და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სასტიკი ძალის გამოყენება დაგმეს.
"ნინიას მოსთხოვეს თბილისის ბიბლიოთეკების დირექტორის თანამდებობიდან წასვლა. მიზეზად დაუსახელეს, რომ მერიისა და მისი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე კახა კალაძის პირადი და დამოკიდებულება მის მიმართ. შესთავაზეს, რომ თუკი თავად დაწერს განცხადებას, პრობლემებს არ შეუქმნიან თანამშრომლებს და არ მოითხოვენ იმ ადამიანებს სიას, ვინც ხელი მოაწერა მათ საწინააღმდეგო განცხადებას, რაზეც ნინიამ თავიდანვე უთხრა სასტიკი უარი", წერს ნინია მაჭარაშვილის ქმარი, დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში.