''ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს''- შტაინმაიერი
ევროპა საქართველოს მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის სპიკერი, სერსტინ გამელინ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სერსტინ გამელინი იტყობინება, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო.
საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ტოვებს, რომლის ვალდებულებაც საქართველომ კონსტიტუციით აიღო. ევროპა მთავრობის მიმართ შესაბამის ზომებს მიიღებს, თუმცა ის კვლავ ღია რჩება მოქალაქეთა ევროპული მისწრაფებებისთვის", - თქვა შტაინმაიერმა ზურაბიშვილთან საუბრისას.