ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორმა, რომელიც ასევე საკრებულოს წევრია, მისი მოსწავლეები დასატუქსად დაიბარა

02.12.24 19:51
ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორმა, რომელიც ასევე საკრებულოს წევრია, მისი მოსწავლეები დასატუქსად დაიბარა

 

 

ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორმა, მიხეილ გიორგაძემ, რომელიც ასევე საკრებულოს წევრია, მისი მოსწავლეები დაიბარა დასატუქსად - ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისში აქციაზე მყოფმა სკოლის მოსწავლეებმა გააჟღერეს.

ბატონი მიხეილი საკმაოდ განათლებული ადამიანია და როდესაც ჩვენ გავიგეთ მისი სახელი და გვარი გვეგონა, რომ ის ან გადადგა ან აქ მოსვლას აპირებდა და ჩვენს გვერდით დგომას აპირებდა, თუმცა სამწუხარო ინფორმაცია გავიგეთ. მე ვიტყოდი ამას, დიდი პატივისცემით, მაგრამ ძალიან ცუდი არის ეს ყველაფერი, როდესაც შენ დირექტორი ხარ, როცა მოსწავლეები, მასწავლებლები გიყურებენ და შენ სამაგალითო უნდა იყო და სამაგალითოდ უნდა მოიქცე, ამ დროს აკეთებ იმას, რომ მოსწავლე, რომელიც იფიცება და ემიჯნება უკანონობას, იბარებ და დიდი ალბათობით ეტყვიან იმას, რომ არ გაიფიცოთ და დაესწარით გაკვეთილებს. არანაირი განათლება არ მინდა მე თუ კი მომიწევს რუსეთში გაღვიძება. ყველა უნდა ავდგეთ და ყველა აქ უნდა იდგეს", - აცხადებენ მოსწავლეები.