პროტესტი საქართველოში - ჩხოროწყუში ხალხი "ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ

02.12.24 19:47
პროტესტი საქართველოში - ჩხოროწყუში ხალხი "ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ

რეგიონები პროტესტტმა მოიცვა - ამ წუთებში ჩხოროწყუს ცენტრში  "ოცნების" პოლიტიკას დედაქალაქის პარალელურად აპროტესტებენ.

ამ დროისთვის ქალაქი სრულად არის პარალიზებული, გადაკეტილია ცენტრალური გზები. ადგილობრივების თქმით, ქუჩაში იმ წუთიდან გავიდნენ, რაც "ოცნებამ" ევოკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩრა. 

"ოცნების" ანტიევროპულმა გადაწყვეტილებამ და აქციებზე განხორციელებულმა ძალადობამ ქუჩაში ქვეყნის მასშტაბით უამრავი ხალხი გამოიყვანა.