არ ვღელავ, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ შევალ - გოგა მემანიშვილი

02.12.24 20:28
არ ვღელავ, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ შევალ - გოგა მემანიშვილი

 

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგა მემანიშვილი ჩართული კამერების წინ ამტკიცებს, რომ სანქცირების არ ეშინია. 

შსს-ს მაღალჩნოსანი, რომელიც ბოსები, ევროკავშირის წამყვანმა ქვეყნებმა დაასანქცირეს, ირწმუნება, რომ  თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ შევალ, ამაში საგანგაშს ვერაფერს ხედავს.  

სანქცირებული გომელაურის უწყების თანამშრომელი დღესაც იმეორებს, რომ უწყება მშვიდობიან დემონსტრანტების დაშლისას კანონიერ გზებს მიმართავს. 

მემანიშვილს არ სჯერა არცერთი ფაქტის და მტკიცებულების, რომელზეც დარბეული მომიტინგეები ყვებიან, არ იმის, რომ უწყვეტი ცემის შემდეგ, ავტობუსში სისხლი იდგა, აქციაზე, ნაცემ მოქალაქეს საწვიმარი კი სისხლით აევსო.

მისი თქმით, მომიტინგეებმა დაკავებისას, წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღეს დაზიანებები. 

ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.