''მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას'' -ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები
ლონდონის ბიზნეს სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო ეხმაურებიან.
განცხადებაში წერია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და გმობენ ძალადობას აქციის მონაწილეების მიმართ.
კურსდამთავრებულები უპირობოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. საქართველოს ევროპული მომავალი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობის ისტორიული და შეგნებული არჩევანია.
ევროპის კავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის საჭირო ძალისხმევის “2028 წლამდე დროებით შეჩერება” მიუღებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას და არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეთა ნებას.
ცალსახად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის გამომხატველ მოქალაქეთა და ჟურნალისტთა მიმართ. პატივისცემას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონოდ დაკავებულ და დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს.
ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი, საქართველოსთან ერთად, ევროპაშია!", - წერია განცხადებაში.