მარკო მიჰკელსონი: საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი ახალი არჩევნებია

02.12.24 20:44
მარკო მიჰკელსონი: საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი ახალი არჩევნებია

"საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი ახალი არჩევნების ორგანიზებაა" - ასე  ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. 

მისი თქმით, ისინი ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებენ, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დღეს გააკეთა განცხადება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოუწოდა ევროკავშირს, მიიღოს ზომები საქართველოს თვითგამოცხადებული მმართველების წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. ჩვენ ასევე ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ დემოკრატიულად არჩეულ კონსტიტუციურ ინსტიტუტს. საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციური კრიზისიდან ერთადერთი ეფექტური გამოსავალი არის ახალი არჩევნების ორგანიზება, რომელიც იყოს სამართლიანი და თავისუფალი, - წერს მიჰკელსონი .