საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი "ოცნების" პოლიტიკას საჯაროდ ემიჯნება

02.12.24 20:48
საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი "ოცნების" პოლიტიკას საჯაროდ ემიჯნება

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებულ პროტესტს საქართველოს საგანგებო დავალებთა ელჩი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი უერთდება.

განცხადება დიპლომატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადება გააზიარა, სადაც წერია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებას ხელს 250-მდე თანამშრომელი აწერს.

"კითხვები და სათქმელი მქონდა. არ დამიძახეს. ვუერთდები ჩემი კოლეგების განცხადებას", - წერს ის.