ჩემი შვილიშვილი 5-მა შავრაზმელმა სცემა, გაძარცვა და უმძიმესი დაზიანებები აქვს - ბაბუა დეტალებს ყვება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება სასტიკად ნაცემი ახალგაზრდის, ლაზარე მაღლაკელიძის ბაბუა - მურთაზ გულედანი, ამბობს, რომ მის შვილიშვილი აქციის დასრულების შემდეგ, 5 შავრაზმელი სასტიკად გაუსწორდა და გაძარცვა.
ჩაუმტვრიეს ცხვირი, ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვაში წევს სხვა 6 დაშავებულთან ერთად - ამბობს მურთაზ გულედანი.
წყალბურთელი ვარ, აჩიკო გულედანის მამა. დღეს დილით ჩემი შვილიშვილი ლაზარე მაღლაკელიძე, რომელიც სწავლობს უცხოეთში, ჩამოვიდა აქ არჩევნებზე და დარჩა აქ სპეციალურად, აღარ წავიდა, დაიჭირეს უკვე რუსთაველის მეტროსკენ მიმავალი, ყველაფერი დამთავრებული იყო, შეათრიეს ავტომანქანში, ეს გადაღებულია და 5-მა კაცმა მთელი სიძლიერით ურტყა. ჩაუმტვრიეს ცხვირი, ტვინის შერყევა აქვს და ინგოროყვაში წევს სხვა 6 დაშავებულთან ერთად. უმძიმესი ტრამვა აქვს მიღებული. ამასთან ერთად ზურგჩანთა ჰქოდნა და გაძარცვეს, ყველაფერი წაართვეს რაც ჰქონდა. ეს ჩაიდინეს ამ შავრაზმელებმა, რომელიც ჩვენს დასარბევადაა გამოგზავნილი", - გაანცხადა "პირველებთან" გულედანმა.
20 წლის ლაზარე მაღლაკელიძე, რომელიც დღეს დილით საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით ინგოროყვას კლინიკაში რჩება.