გომელაური მომიტინგეთა დასარბევად ემზადება - პარლამენტთან სპეცრაზმი გამოჩნდა
ჩიტაძის ქუჩაზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქმედებაში გადაიყვანეს - სპეცრაზმმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.
პარალელურად გაისმა გაფრთხილების ხმაც - რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაშლით ემუქრება.
ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც პარლამენტის ეზოშია განლაგებული, წყლის ჭავლს აქტიურად იყენებს.