სპეცრაზი დარბევას იწყებს - აქციაზე ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს
სპეცრაზი დარბევას იწყებს - ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. პარალელურად ისმის გაფრთხილების ხმაც, რომელიც მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაშლით ემუქრება.
ამასთან, პარლამენტის წინ შეკრებილების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც პარლამენტის ეზოშია განლაგებული, წყლის ჭავლს აქტიურად იყენებს.
ამასთან, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ სპეცრაზმი დაიძრა.