ბათუმში აქციაზე უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი გავიდა
აჭარის ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორია გადავსებულია - ბათუმში აქციაზე უპრეცედენტოდ ბევრი ხალხი გავიდა. ახლა საკურორტო ქალაქში გარეთ არის მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი. ყველა თაობის ადამიანი ევროპულ მომავალს ითხოვს და "ოცნების" ანტიევროპულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
ხალხი ქუჩაში განსაკუთრებით იმ დარბევამ და სასტიკმა ძალადობამ გაიყვანა, რასაც გომელაურის რაზმის თანამშრომლები აქციაზე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ.