ქალი, რომელიც პროევროპულ აქციაზე დგას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან გაათავისუფლეს

03.12.24 01:39
ქალი, რომელიც პროევროპულ აქციაზე დგას, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან გაათავისუფლეს

ს.ს.ი.პ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიდან გაუშვეს თანამშრომელი, რომელიც პროევროპულ აქციაზე დგას. სალომე ცისკარაული სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში გათავისუფლებას სწორედ მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.

როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, მისთვის გამოგზავნილ წერილში ს.ს.ი.პ.-ის დირექტორმა აბსურდული მიზეზები "შეთხზა".

პარტია გმართავთ - ეუბნება ყოფილ ხელმძღვანელებს სალომე ცისკარაული. 

რომ არ დაგიმალოთ, გაცილებით უფრო საინტერესო ტექსტის შეთხზვას ველოდი.
გიორგი გაბუნიას გადაეცით ო-ს შემთხვევაში ბრჭყალები შემდეგნაირად იწერება-თქო - ,,ო"
, გამოადგება სამომავლოდ.
დანარჩენი ნელნელა მოვყვეთ. 
თქვენ პარტიამ გმართოთ და თქვენმა კომპლექსემა. მე ჩემს ქვეყანას ვემსახურები პირნათლად, როგორც აქამდე.
გამახსენეთ სად და რომელ საათზეა აქციები, ოდნავ ჩამოვრჩი", - წერს სალომე ცისკარაული.