თინა ბოკუჩავა და სოფო ჯაფარიძე ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის”თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ექიმების გუნდთან ერთად რუსთაველის გამზირზე დაშავებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევენ.
“უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ. მუდმივად ხდება გაზის გამოყენება. ძირითადად ფიზიოლოგიურებზე და პირბადეებზეა მოთხოვნა, მაგრამ ვეხმარებით სხვადასხვა მედიკამენტებით და ექიმები უწევენ პირველად დახმარებას.”- განაცხდა თინა ბოკუჩავამ.