სპეცრაზმმა და სპეცტექნიკამ რუსთაველის გამზირი დატოვა
მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველის გამზირი დატოვა,ტერიტორია დატოვა სპეცრაზმმაც.
კადრებში, რომელიც "პირველების" რეპორტიორებმა გადაიღეს, ჩანს, როგორ გაიყვანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცტექნიკაც - წყლის ჭავლის მანქანები და სამაშველო სამსახურის ავტომობილი.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილდებიან, რომლებიც მომდევნო რამდენიმე საათში სწორედ იქ გაჩერდებიან.