სპეცრაზმი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა - რობოკოპები მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას იწყებენ

03.12.24 07:22
სპეცრაზმი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა - რობოკოპები მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას იწყებენ

 

 

სპეცრაზმი ჭავჭავაძის გამზირზე გამოჩნდა - რობოკოპები მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას იწყებენ. 

ჭავჭავაძის გამზირის საიხლოვეს გამოჩნდა ასევე წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ჭავლის გამოყნებით მომიტინგეეისკენ მიიწევს. მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან შსს-ს მაღალჩინოსნები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ბოსები, ასევე გდდ-ს წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას. 

  • სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე ისე გაიფანტნენ, რომ არცერთი მათგანის დაკავება ვერ შეძლეს. 

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პარლამენტთან გომელაურის რაზმის წევრებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი დაკავებები და მათი დაშლა დაიწყო, დემონსტრანტებმა 5:30 საათისთვის თსუ-სთან გადაინაცვლეს.

რამდენიმე წუთში, წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველიდან გავიდა. 
 

ფოტო: Shalika studio