"ხარება" დემონსტრანტებს ეძებს - რუსთაველიდან ჭავჭავაძეზე დაძრულმა სპეცრაზმმა ვერცერთი მომიტინგე ვერ დააკავა
"ხარება" დემონსტრანტებს ეძებს - რუსთაველიდან ჭავჭავაძეზე დაძრულმა სპეცრაზმმა ვერცერთი მომიტინგე ვერ დააკავა. სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე ისე გაიფანტნენ, რომ არცერთი მათგანის დაკავება ვერ შეძლეს.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პარლამენტთან გომელაურის რაზმის წევრებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი დაკავებები და მათი დაშლა დაიწყო, დემონსტრანტებმა 5:30 საათისთვის თსუ-სთან გადაინაცვლეს.
რამდენიმე წუთში, წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველიდან გავიდა.
ფოტო: Shalika studio