175-ე სკოლაში პროტესტმა იფეთქა - დირექციამ ბავშვების ნაწილი შენობაში გამოკეტა
ქვეყანაში დაუმორჩილებლობის და გაფიცვის უპრეცენდენტო ტალღამ იფეთქა. პროტესტს საჯარო სკოლები ერთმანეთის მიყოლებით უერთდებიან.
პროტესტია ამ წუთებში 175 სკოლაშიც. მოსწავლეებმა აქ აქცია-პერფორმანსი დააორგანიზეს. ახალგზრდებს ხელში საპროტესტოს ბანერები უკავიათ. ადგილზე შეასრულეს საქართველოს ჰიმნიც. ამბობენ, რომ არავის მისცემენ უფლებას, რომ ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს.
მანამდე მოსწავლეები 174 სკოლასთან იყვნენ შეკრებილები, საიდანაც მსვლელობით სწორედ 175-ე სკოლისკენ დაიძრნენ. შენობაში დარჩენილ ბავშვებს დირექციამ სკოლის კარი ჩაუკეტა, რათა ისინიც პროტესტს არ შეერთებოდნენ. შენობაში გამოკეტილები გარეთ მყოფებს მხარდაჭერას ჟესტებით და შეძახილებით უცხადებენ.
გვინდა ევროპა, გვინდა, რომ ჩვენს სიტყვას ჰქონდეს აზრი. გვსურს, რომ სკოლა გადმოვიდეს ჩვენს მხარეზე, იყოს რუსეთის წინააღმდეგ, იყოს ჩვენს მხარეს, იყოს ევროპის მხარეს, - ამბობენ ახალგაზრდები.
ჩვენ არ გვინდა ეს ხელისუფლება. გვინდა, რომ მოქალაქეები და ჟურნალისტები იყვნენ უსაფრთხოდ. ჩვენ გვინდა, რომ ეროვნულ გამოცდებზე დაბრუნდეს ის ყველაფერი, რაც ამოიღეს. ეს ყველაფერი ჩვენშია და ვერასდროს წაგვართმევენ. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და გავაპროტესტებთ მთელი კვირის განმავლობაში, - ამბობს მოსწავლე.
მოსწავლეებმა სკოლის ფანჯრებიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.