აქციაზე დაკავებულების სასამართლო - საქალაქოში ირაკლი დიასამიძის და ირაკლი წულაიას პროცესი მიმდინარეობს

03.12.24 11:29
აქციაზე დაკავებულების სასამართლო - საქალაქოში ირაკლი დიასამიძის და ირაკლი წულაიას  პროცესი მიმდინარეობს

ნაცემი დაკავებულების სასამართლო - თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ირაკლი დიასამიძის და ირაკლი წულაიას  პროცესი მიმდინარეობს.

ორივე მათგანს პოლიციის დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან. 

საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ის სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამასთან, ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები სასტიკად არიან ნაცემები, თუმცა, მიუხედავად ხილული დაზიანებებისა, მოსამართლე არ ინტერესდება, თუ სად მიიღეს მათ ეს დაზიანებები და რა ვითარებაში.

წულაია იყო სასტიკად ნაცემი, სახეზე და თავის არეში აღენიშნება მძიმე დაზიანებები. მას გულის დაავადება აქვს და ამგვარი სტრესი არ შეიძლებოდა, მოვითხოვეთ იზოლატორიდან საავადმყოფოსი გადაეყვანათ, თუმცა, 2 დღის განმავლობასი იზოლატორში ამყოფეს, რაც იყო დიდი რისკის მისი სიცოცხლისთვის.  მტანილი გვავქს ვიდეოები, რიტაც მტკიცდება, რომ ირაკლი წულაიას არაფერი ჩაუდენია, მაგრამ მეორე მხარეს არის პოლიციელი, რომელიც ყოევლგვარი საფუძვლის გარეშე ამბობს, რომ, თითქოს, ისინი არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მოთხოვნას  და შემდეგ მოსამართლე იზიარებს“, - ამბობს წულაიას ადვოკატი.

მოსამართლის ტენდენციურობასა და მიკერძოებულობაზე საუბრობს კიდევ ერთი ადვოკატი. მისი თქმით, “ზვიად ცეკვავა მაქსიმალურად ცდილობს გატარებული იყოს შსს-ს ინტერესები.“

მოსამართლის მიდგომა აქციაზე დაკავებულების მიმართ არის ტენდენციური, მიკერძოებული, ის მაქსიმალურად ცდილობს გატარებული იყოს შსს-ს ინტერესები, ის უარს ამბობს დაცვის მხარის დაყენებულ შუამდგომლობაზე, არ გვეძლევა საშუალება წარმოვადგინოთ მტკიცებულებები. ვითხოვთ გონივრულ ვადას, რაც ძირითად შემთხვევაში არ არის დაკმაყოფილებული. დაკავებულებს აღენიშნებათ არაერთი ხილული დაზიანება და მოსამართლე ზვიად ცეკვავა არც კი დაინტერესებულა სად მიიღეს აღნიშნული დაზიანებები“, ამბობს ის

5-დღიანი უწყვეტი პროტესტის განმავლობაში 200-ზე მეტი პირია დაკავებული, რომელთა სასამრთლო პროცესები მთელი დღის განმავლობაშია ჩანიშნული.