ყალბი კოვიდპასპორტების საქმე - დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

01.09.21 15:32
ყალბი კოვიდპასპორტების საქმე - დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან

ყალბი კოვიდ პასპორტების საქმეზე დაკავებული 4 პირი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ  არ იცოდნენ, თუ დანაშაულს ჩადიოდნენ.

პროკურატურა ოთხივე ბრალდებულის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი მათ გათავისუფლებას მოსამართლეს გირაოს სანაცვლოდ სთხოვდა. ბრალდებულების თქმით, მათ დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე მიიღეს. 

ყალბი კოვიდპასპორტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი გუშინ დააკავეს, მოგვიანებით 3 მათგანი გაათავისუფლეს. 

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.