სოლიდარობის აქცია ჩვენი დებისა და ძმების მხარდასაჭერად, რომლებიც ქართული კოშმარის წინააღმდეგ იბრძვიან - პავილიონისი

03.12.24 12:25
სოლიდარობის აქცია ჩვენი დებისა და ძმების მხარდასაჭერად, რომლებიც ქართული კოშმარის წინააღმდეგ იბრძვიან - პავილიონისი

ლიეტუვის ­პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის ინფორმაციით, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ამის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოში ჩვენი დები და ძმები იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ“- დაწერა მან.

სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ გულითადი მხარდაჭერის გამოსახატად, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და საქართველოს სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.