"დუმილი დანაშაულია!" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროტესტია

03.12.24 13:47
"დუმილი დანაშაულია!" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროტესტია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გაიფიცა. სტუდენტები ხელისუფლებას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ულტიმატუმი წაუყენეს: საჯაროდ თქვან, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკას ემიჯნებიან. მათი თქმით, ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აუდიტორიებში არ შევლენ.

ჩვენ, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ვაცხადებთ და მიგვაჩნია, რომ სრულიად წარმოუდგენელი და აზრს მოკლებულია, ვისხდეთ საუნივერსიტეტო სივრცეში და ჩვენს თანამემამულეებს არბევდნენ რუსტაველზე. ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგბელობის გათალისწინებით, ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და უარს ვაცხადებთ ლექციებზე დასწრებაზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქართელი ხალხის ურყევ ნებას. საქართელოს მომავალი არის და ყოველთვის იქნება ევროპა. მივმართავ უნივერსიტეტის, რომ დღეს უნივერსიტეტის დუმილი და ყველა ადმაინის დუმილი არის დანაშაული, - ამბობს  პროტესტის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ უკვე 5 დღეა მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მე-5 დღეა მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იკრიბებიან და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ. მშვიდობიან დემონსტრანტებს  სასტიკად უსწორდება სპცერაზმი.