მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ირაკლი წულაია 3000 ლარით, ხოლო ირაკლი დიასამიძე 4500 ლარით დააჯარიმა
საპროტესტო აქციაზე დაკავებულები- ირაკლი დიასამიძე და ირაკლი წულაია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო და მათ ფულადი ჯარიმა დააკისრა. ირაკლი წულაია 3 ათასი ლარით, ხოლო ირაკლი დიასამიძე 4500 ლარით დააჯარიმა.
ადვოკატები აპირებენ, რომ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრონ.
რაც შეეხება თავად საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს - ისინი აცხადებენ, რომ პოლიციელები, რომლების ჩვენების საფუძველზეც მოხდა განაჩენის გამოტანა, დაკავების პროცესს საერთოდ არ ესწრებოდნენ.
2 წუთის მისული ვიყავი და საერთოდ არ გამიგია პოლიციის დაძახება. სამწუხაროდ, ამ ფალსიფიცირებაში მოწმების სახით ის პოლიციელები იყვნენ, რომლებიც საერთოდ არ ესწრებოდნენ დაკავებას და ვიდეობშიც, რომლებიც წარმოადგინეს, მე საერთოდ არ ვჩანვარ. 10 -მდე სპეცრაზმელმა გვირტყა, შემდეგ ავტობუსში ჩაგვსვეს და იქაც გვირტყეს“, - ამბობს აქტივისტი, ირაკლი წულაია.
400-500 კაცის კორდონში გაგვატარეს და გვცემეს ბიჭები, აზროვნების უნარი არ უნდა გქონდეს, რასაც ბორინკა იტყვის, ის უნდა იყოს“ , - თქვა ირაკლი დიასამიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ.
ადვოკატების თქმით, შსს -ს მიერ წარდგენილი მასალები ზოგადი შინაარსის იყო, მაგრამ მოსამართლემ მაინც მიიღო განსახილველად და მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არა.
სასამართლოს გადაწყვეტილება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენების საფუძველზე, რომელიც ერთმანეთთან შესაბამისობაში არ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.
5-დღიანი უწყვეტი პროტესტის განმავლობაში 200-ზე მეტი პირია დაკავებული, რომელთა სასამრთლო პროცესები მთელი დღის განმავლობაშია ჩანიშნული.