მოსწავლეების პროტესტი ბათუმში - ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

03.12.24 13:58
მოსწავლეების პროტესტი ბათუმში - ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მარში მიმდინარეობს

ბათუმში ქალაქის ქუჩებში მოსწავლეების საპროტესტო მარში მიმდინარეობს. ახალგაზრდები  ევროკავშირთან შეჩერებულ მოლაპარაკებებს აპროტესტებენ.

მოსწავლეების მეორე ნაწილი ერას მოედანზე შეიკრიბა. მათ მასწავლებლების ნაწილიც შეუერთდა.

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ საქართველოს ახლა მათი გვერდში დგომა სჭირდება და ყველანაირად ცდილობენ მხარდაჭერა აგრძნობინონ თბილისში შეკრებილ საზოგადოებასაც.

დამრიგებელი არ წამოვიდა, სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, ზოგი ბავშვი ჩაგვიკეტეს, ზოგი თავისით დარჩა. მე გადმოვძვერი ჭიშკარზე და ახლა აქ ვარ“, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

მათი თქმით, “ისინი გაჩერებას არ აპირებენ მანამ, სანამ საქართველო არ იქნება სრულფასოვნად ევროპული სახელმწიფო არ იქნება.“

ჩვენ მოსწავლეებს ვასწავლით, რომ სინათლეა სწავლა და ამათ გვითხრეს, რომ არ ყოფილა სინათლე. ძალიან ვაპროტესტებ ამას“, - ამბობს აქციის მონაწილე მასწავლებელი.