განათლების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე ინფორმაციას ითხოვს

03.12.24 14:32
განათლების სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე ინფორმაციას ითხოვს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სკოლებში სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე ინფორმაციას ითხოვს.

სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და წერს:

"თუ ფლობთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ სამინისტროს ცხელ ხაზზე".

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა, ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლების ნაწილი საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან.