აქციაზე სპეცრაზმმა შშმ პირი სასტიკად სცემა - ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
გუშინდელ აქციაზე შსს-ს წარნმომადგენლებმა შშმ პირი სასტიკად სცემეს. მას სახის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ტვინის შერყევა აქვს.
ამ წუთებში შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები მთავრობის ადმინისტრაციას არიან შეკრებილები და ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ. მათი თქმით, დღეს ქვეყანაში არც შშმ პირების უფლებებია დაცული.
ეს არის შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან, მათ შორის ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს ადამიანებიც არ არიან დაცულები, სიევე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე, რომელიც არის ნაცემი. იდგა თავის მეგობრებთან ერთად, სამი რობოკოპი გამოექანა, დაიჭირეს, გაძარცვეს, სცემეს და მერე იყო განყოფილებაშ პოლიციის, სადაც თარჯიმანიც არ მიუყვანეს. ამ ბიჭს აქვს სმენის სირთულე და არცერთმა პოლიციელმა არ თქვას, რომ დაუძახეს, გააფრთხილეს და მან არ მოიხედა. საშინელი დაჟეჟილობა აქვს, ერთ თვალს საერთოდ ვერ ახელს, აქვს ტვინის შერყევა. ამ წუთში არის კლინიკაში და რჩება კლინიკაში, - ამბობს მოქალაქე.
განმარტავდა, რომ მიდიოდა სახლში, საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა მის თავს, ისე დაესხნენ თავს რამდენიმე რობოკოპი. არ მისცეს ამოსუნთქვის საშინელება და ძალიან მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს ჯერ პოლიციის განყოფილებაში და ახლა იმყოფება ინგოროყვას კლინიკაში, - ყვება კიდევ ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ უკვე 5 დღეა მოქალაქეები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. მე-5 დღეა მოქალაქეები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე იკრიბებიან და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავენ. მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება სპცერაზმი. არიან დაკავებულებიც.