22 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც აქციაზე სახეში გაზის კაფსულა მოხვდა, მძიმეა

03.12.24 15:22
22 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც აქციაზე სახეში გაზის კაფსულა მოხვდა, მძიმეა

ბრძოლა ხალხის წინააღმდეგ დაუნდობელი მეთოდებით - ამ დრომდე მძიმეა, 22 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც აქციაზე მეთოფეების ნასროლი გაზის კაფსულა მოხვდა. ახალგაზრდას ნეიროქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ახალგაზრდა, რომელმაც დაზარლებული სასწრაფომდე მიიყვანა, “პირველებს“ ეუბნება, რომ სპეცრაზმელები მომიტინგეებს დამიზნებით ესროდნენ.

წაქცეული იყო, თვალი და სახე ჰქონდა დასისხლიანებული. მშვიდობიანად ვიდექით, რა დროსაც დაიწყეს გაზის სროლა, რა დროსაც მას მოხვდა თავის არეში. სასწრაფოსთან რომ მივიყვანეთ შოკურ მდგომარეობაში იყო, კრუნჩხვებშიც ჩავარდა და ექიმებს გადარჩენას სთხოვდა“, - ამბობს აქციის მონაწილე.

დაზარალებული ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც მისი მკურნალი ექიმი ამბობს, ახალგაზრდა ამ დროისთვის რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას.

პაციენტი შემოვიდა სკალპის ღია ჭრილობით, თვალბუდის და თვალის ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც ჩაუტარდა დაიზანებული ფრაგმენტების ამოჭრა მოხდა. ამ დროისთვის რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას. ის ჰყვება, რომ ბლაგვი საგნით ჰქონდა ტრამვა, შემდეგ დაკარგა გონება არაფერი ახსოვს“, - ამბობს მკურნალი ექიმი.