ბრიტანელ ტურისტს, რომელიც აქციის მონაწილე ეგონათ და დააკავეს, ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მოსამართლემ ბრიტანეთის მოქალაქე პატიმრობაში გაუშვა - პოლიციის დაუმორჩლებლობის ბრალდებით დაკავებულ უცხოელს ქართულ ციხეში ათი დღის გატარება მოუწევს. ის საქართველოში ტუირტული მიზნით იმყოფებოდა და დაკავების პერიოდში, საკუთარ სახლში ბრუნდებოდა.
როგორც ირკვევა, ბრიტანეთის მოქალაქე მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ მან პოლიციელს ვერ გაუგო. რადგან გომეალურის უწყების თანამშრომელი ქართულად აძლევდა მითითებას და არა ინგლისურად.
მისი ადგილსამყოფელი მისმა ადვოკატებმა ამ დრომდე არ იციან და მოსამართლეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ.
სასამართლომ მიიღო კანონო გადაწყვეტილება, ეს არის კობა ჩაგუნავას მხრიდან განხორციელებული აქტი. დღეს ვარკვევთ სად იმყოფება, გუშინდელი ინფორმაციით, გადაყვანილია სენაკში. მოსამართლემ განასაზღვრა დრო და გასაჩივრების ვადებში შეზღუდულები ვართ“, - ამბობს ადვოკატი.
ამ დრომდე იზოლატორში რჩება აქციაზე სასტიკადდ ნაცემი ათამდე მოქალაქე.