პროტესტი სახალხო დამცველის ოფისთან - ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ომბუდსმენისგან აქციაზე გასვლას ითხოვენ
პროტესტი სახალხო დამცველის ოფისთან - ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები სახალხო დამცველისგან მოითხოვენ, გავიდეს ქუჩაში, დადგეს ხალხთან ერთად რუსთაველზე და საკუთარი თვალით ნახოს, როგორ უსწორდებიან სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს და აღრიცხოს ყველა ის კანონდარღვევა, რომელიც შსს-ის თანამშრომლების მხრიდან ფიქსირდება.
ყოველდღე აქციაზე ვართ. გვეუბნებიან, რომ ვერ ვაანალიზებთ რა ხდება ქვეყანაში, ეს ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. ჩემი აზრით, სახალხო დამცველი თავად უნდა აფიქსირებდეს ყველაფერს, საკუთარი თვალით ხედავდეს, რა ხდება აქციებზე და არა ვიღაცის მოყოლით და ჩანაწერი კადრებით“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
სახალხო დამცველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს. ტურიზმის ინდუსტრიამ, ყველა წესის დაცვით, წერილობით მიმართა, რომ მოვიდეს რუსთაველზე, დადგეს ხალხის გვერდით, პრევენციულად, ვიდრე დაირღვევა უფლებები. თუ ეშინია, ჩვენ დავუდგებით გვერდით, რომ განახორციელოს თავისი უფლებამოვალეობები“, - ამბობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი.
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ ომბუდსმენის მოადგილეს შეხვდნენ და მოითხოვეს, სახალხო დამცველმა ყოველდღიური ბრიფინგი გამართოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ მიიღეს პირობა, რომ ხვალ სახალხო დამცველი ტურიზმის წარმომადგენლებს თავად შეხვდება.