“ამოუხსნელია ამორალური დუმილი“ - მწერლების პროტესტი მწერალთა სახლთან
მწერლების პროტესტი მწერალთა სახლთან - აქციის მონაწილეები ქეთი დუმბაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მწერლებს და მთარგმნელებს აინტერსებთ, რას ფიქრობს, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი უკანონოდ დაკავებული ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის შესახებ, რომელთაგან ორი ციხეში, ერთი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა სჭირდებოდა პოეტ ზვიად რატიანსაც, მაგრამ სასამართლომ ის რვა დღიან პატიმრობაში გაუშვა.
აქციის მონაწილეებმა მწერალთა სახლთან ნაცემი და დაკავებული ადამიანების ფოტოებიც მიიტანეს.
მაშინ როცა ამდენი ადამიანია დაკავებული და ნაცემი და მათ შორის არიან მწერლები, ვგულისხმობ ზვიად რატიანს, რომელიც მძიმე დაზიანებებითაა, ჩვენთვის ამოუხსნელია ის ამორალური დუმილი, რომლითაც ამ პროცესში გამოირჩევა მწერალთა სახლი და მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი დუმბაძე, ჩვენ უბრალოდ ვერ ვხსნით, როგორ შეიძლება გაჩუმდეს, რომელიც წესით, სიტყვისა და სიტყვის თავისუფლებისკენ უნდა იყოს. მოვედით, რომ ეს ვკითხოთ, მაგრამ ჩვენ ქეთევნა დუმბაძე ვერ ვიპოვეთ“, - განაცხადა გორგილაძემ.
ქეთი დუმბაძე მწერალ ლაშა ბურაძეს ტელეფონით ესაუბრა და მწერალთა სახლში მისვლას დაჰპირდა.
აქ იმიტომ მოვედით, რომ მწერალთა სახლის დირექტორმა გამოხატოს მკაფიო პოზიცია და დაგსმოს „ოცნების“ ღალატი და ვანდალიზმი, მიმართოს მოსამართლეს მწერალთა სახლის სახელით, რატიანი გადაიყვანონ კლინიკაში, რადგან მას გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.
შესაბამისად, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და მწერალთა სახლის ხელმძღვანელს ელოდებიან.