ტყუილების აღარ გვჯერა - ივანიშვილის და "ოცნების" მაღალჩინოსნების სანქცირების შემდეგ, ესტონეთი ახალ შეზღუდვებს აანონსებს
"ყველაფერი ცხადია, ტყუილების აღარ გვჯერა, მოქმედებაზე გადავდივართ" - ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების სანქცირების შემდეგ, ესტონეთი ახალ გეგმას აანონებს. ევროკავშირი "ოცნების" ბოსებისთვის საზღვრის ჩაკეტვას აპირებს.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ხალხი და ევროკავშირი მოატყუა, რასაც შესაბამისი პასუხი მოჰყვება ევროკავშირისგან.
ესტონეთმა ლიეტუვამ და ლატვიამ დავაწესეთ სანქციები. ესტონეთმა 11 ადამიანი შეიყვანა სიაში, ივანიშვილის მეთაურობით, ეს არის პასუხი იმ დარღვევების გამო რომელსაც ქუჩაში ვხედავთ , ძალადობის გამო მოქალააეებზე. მხარს ვუჭერთ ქარტველ ხალხს, არ ვფიქრობ რომ ეს არჩევნები თავისყფალი და სამართლიანი იყო. და ახლა ვხედავთ პროტესტს. საქართველოს მთავრობის, ამ პარტიის მიერ ვერ ვხედავ გზას ევროკავშირისკენ, ეს არის სხვა გზა. ევროკავშირმა უკვე გადაწყვიტა პროცესის გაჩერება, დახმარების გაჩერება. შემდეგ საბჭოზე განიხილება საქართველოში სიტუაცია და ზომები, რომლის მიღებაც შეგვიძლია. ვიზალიბერალიზაციის, მოგზაურობის შეზღუდვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ყველაფერი ცხადია, ამიტომ არანაირი ტყუილების აღარ გვჯერა.
"ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიგოს, იყო ყველა შესაძლებლობა. მათ მოატყუეს საკუთარი ხალხი, მოატყუეს ევროკავშირი, ევროკავშირმა შეასრულა ყველა დაპირება, შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვქონდა და აუცილებლად იქნება შედეგები", - განაცხადა ცაჰკნამ.
ევროკავშირის სამმა ქვეყანამ ყველას დაასწრო. ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.