კანადის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას აპირებენ

03.12.24 17:30
კანადის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას აპირებენ

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ივანიშვილისა და "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებას აპირებენ.

კანადამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართველოს, ქართველ ხალს მხარდაჭერა და დაგმო საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები. 

მე ვხვდებოდი ბალიტიისპირეთის ქვეყნებს და იქაც ვთქვი, რომ დავაწესებთ სანქციებს მაღალი თანამდებობის პირების და სხვა სუბიექტების წინააღმდეგ სქართველოში. ასე ვმუშაობთ ამ საკითხზე ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ერთად", - განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.

ჩვენ დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სასანქციო რეჟიმის გათვალისწინებით"- ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ გუშინ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში უფრო მეტს გახდება ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამმა ქვეყანამ, ბალტიის სამმა სახელმწიფომ "ქართული ოცნების" თერთმეტ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა - შავ სიაში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე შეიყვანა.