დოდი ხარხელის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას უყვება “პირველებს“ სამოქალაქო აქტივისტი

03.12.24 17:37
დოდი ხარხელის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - რას უყვება “პირველებს“ სამოქალაქო აქტივისტი

სამოქალაქო ატივისტის, დოდი ხარხელის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი ბინა და მანქანა ბლოგერ უჩა აბაშიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გაჩხრიკა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ გომელაურის უწყებას მხოლოდ ბინის, მანქანის და ელექტრონული ტექნიკის გაჩხრეკა სურდა.

პოლიციამ დოდი ხარხელის სახლიდან მობილურები და კომპიუტერი წაიღო. 

ხარხელი “პირველებთან“ ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ მოხდა მისი აყვანა.

ბაღის კართან მქონდა მანქანა გაჩერებული, სადაც მომადგნენ შავებში ჩაცმული ადამიანები, ამოვიღე ტელეფონი და ლაივის ჩართვა გადავწყვიტე, თუმცა ეგრევე წამართვეს.

გამოძიება, რომელიც დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ და რომელშიც უჩა აბაშიძე ფიგურირებს. უჩა არის ჩემი ყოფილი მეუღლე და გვყავს საერთო შვილი, ამ საქმეზე მოწმედაც ვიყავი ადრე დაბარებული  და მიცემულიც მაქვს ჩვენება. მას შემდეგ 6 თვე გავიდა დ ამხოლოდ დღეს, აქციების პიკში გახდა საჭირო, რომ გადაუდებლად და გაუფრთხილებლად მომხდრიყო ჩემი პირადი და სახლის გაჩხრეკა.

წაიღეს - ყველაფერი. სადღაც გადავარდნილი, დავიწყებული ფლეშკა, მობილურები, ძველი მობილურები, მათ შორის, სამუშაო ლეპტოპები ჩემიც, ჩემი მეუღლისაც, ბავშვისაც. ჩვენ ძალიან ციფრული ოჯახი ვართ, შესაბამისად, ძალიან დიდხანს გაგრძელდა ჩხრეკა", - ამბობს ის. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ ეს იყო უკანონო ჩხრეკა, რადგან იმის საფუძველი არ არსებობდა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩატარებულიყო ახალგაზრდა ქალის სახლში ჩხრეკა.

რამდენიმე თვეა ეს გამოძიება მიმდინარეობს და რატომ გახდა აუცილებელი გადაუდებელი ჩხრეკა. ეს გახდა მიზეზი, რატომაც არ ვეთანხმებით და უკანონოდ მიგვაჩნია ეს გამოძიება, განჩინება არ ჰქონიათ, ახალაი ფაქტობრივი გარემოებები არ ყოფილა, 6 თვის წინ დაწყებულ გამოძიებაზე ასე სასწრაფოდ და საპოლიციო ძალებიტ ჩხრეკის ჩატარება, რა საჭირო იყო, გაუგებარია“, - ამბობს უფლებადამცველი.~

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დოდი ხარხელი დააკავეს. Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელის მიხედვითაც, დოდი ხარხელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა, შემდეგ კი ის პოლიციამ მანქანაში ჩასვა.

მანამდე, ლევან წიკლაურმა Facebook-ზე დაწერა, რომ დოდი ხარხელის სახლთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ.