პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე ნაცემი და დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
"თავისუფლება დაკავებულებს და სოლიდარობა პოლიტპატიმრებს" - აქციაზე უმოწყალოდ ნაცემი და დაპატიმრებული მოქალაქეების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ახლა დიღმის პოლიციის სამმართველოსთან. აქციის მონაწილეეებმა იზოლატორთან მიიტანეს ტრასნფარანტები, რომელსაც აწერია - "წამება დანაშაულია, პროტესტი არა"
დემონსტრანტებმა გომელაურის უწყებასთან გამოფინეს იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმი სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა. აქციის მონაწილეები დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
"მე რომ მესროლეს რაღაცა, თვალს ზემოთ მომხდა, მაგრამ ასე არ გაუმართლა ადამიანს, რომელცი დღეს სისკვდილს ებრძვის, იმის გამო, რომ მას თვალში მოხვდა მისადმი ნასროლი გაზის კაფსულა. ეს დაუშვებელია, ეს აღარ უნდა ხდებოდეს. ყველა პოლიციის ფორმაში ჩამული კრიმინალი უდნა დაისაჯოს", - ამბობს აქციის მონაწილე.