ოზურგეთში, ახალგაზრდების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ოზურგეთში, ახალგაზრდების ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ევროპული კურსის ცვლილება გააპროტესტეს.
მათ პროტესტისკენ მოუწოდეს სხვა თანატოლებსაც. აქციას შეუერთდა ორი ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს. მათ დღევანდელ თარიღზე გაამახვილეს ყურადღება.
3 დეკემბერს მსოფლიოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. აქციის მონაწილე შშმ პირებმა დ ამათმა ოჯახებმა ხელისუფლებისგან მეტი თანადგომა მოითხოვეს და პროტესტის სხვა მოთხოვნებიც გაიზიარეს.