ისინი იქ არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ივანიშვილს - ეკა გიგაური საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

03.12.24 18:03
ისინი იქ არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ივანიშვილს - ეკა გიგაური საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე

ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს - ასე ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიეღო.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი - ამბობს გიგაურია.

„რა თქმა უნდა, ისინი იქ [საკონსტიტუციო სასამართლოში] არიან იმიტომ, რომ მოემსახურონ ბიძინა ივანიშვილს. არ ვსაუბრობ საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეზე, ცხადია, რამდენიმე მოსამართლე არის, რომელიც იბრძვის შიგნიდან, მაგრამ მათი რაოდენობა საკმარისი არ არის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერზე არის პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი. ეს ადამიანები მას ემსახურებიან და მის ინსტრუქციებს, დავალებებს ასრულებენ. ეს არის მთავარი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ამ უბედურებაზე არის პასუხისმგებელი ერთი ადამიანი და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს”, - განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამრთლომ პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების სარჩელი არჩევნების შედეგების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა. მერამ ტურავას სასამართლოთა კოლეგიამ სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო.

განსხვავებული აზრი ჰქონდა ორ მოსამართლეს - გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს.