ბათუმში, ევროპის მოედანზე შშმ პირები საპროტესტო აქციას მართავენ

03.12.24 18:11
ბათუმში, ევროპის მოედანზე შშმ პირები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში ევროპის მოედანზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ კატეგორიულად მიუღებელია.

ისინი დაწრმუნებულები არიან, რომ ბრძოლას აუცილებლად მოიგებენ.

დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას მოვიგებთ. არა რუსულ რეჟიმს. ეს მახინჯი სისტემა ჯერ კიდევ საბჭოურია, მათი მიდგომები საბჭოურია. ეს არ მოსწონთ, ადამიანები, რომლებიც თავის დაცვას და რეალიზებას შეძლებენ. მდგომარეობა არ არის ბარიერი, ბარიერი არის დამოკიდებულება”,- აცხადებენ შეკრებილები.