ვწუხვარ, ჩეხეთში საქართველოს ელჩის გადადგომის გამო, მას რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
ჩეხეთში საქართველოს ყოფილ ელჩს რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე და პირადი მხარდაჭერა გამოვხატე, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
იან ლიპავსკიმ თეა მაისურაძის გადადგომის მიზეზზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს საქართველო ევროპული გზის დაშორებამ გამოიწვია.
„ვწუხვარ, რომ დღეს ჩეხეთში საქართველოს ელჩის გადადგომის შესახებ გავიგე. მას რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე და პირადი მხარდაჭერა გამოვხატე. მიზეზი არის ის, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება, მაგრამ ჩვენ ქართველებს ევროპული მომავლის ხედვა არ უნდა წავართვათ და ასევე, დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა.