ოზურგეთში, პოლიციის წინ, სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეების ფოტოები გამოფინეს

03.12.24 18:49
ოზურგეთში, პოლიციის წინ, სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი აქციის მონაწილეების ფოტოები გამოფინეს

თბილისში, აქციაზე სპეცრაზმის მიერ დარბეულ და სასტიკად ნაცემ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადეს ოზურგეთში.  

ნაცემი ახალგაზრდების ფოტოები აქციის მონაწილეებმა პოლიციის წინ გამოფინეს და აღნიშნეს, რომ ძალადობრივი რეჟიმის დასამარცხებლად ყველაფერს გააკეთებენ.