გონების დაკარგვამდე ცემა და გაუპატიურების მუქარა - რას ყვებიან სპეცრაზმის მიერ დაკავებული აქტივისტები
თბილისის კლინიკები დასახიჩრებული აქტივისტებით გადავსებულია. ლაზარე მაღლაკელიძე სისხლიანი ანგარიშსწორების ერთ-ერთი მსხვერპლია. 20 წლის ახალგაზრდა იმ დროს დააკავეს, როცა ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. სპეცრაზმელებმა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს. ჩამტვრეული აქვს ცხვირი, აქვს ტვინის შერყევა. პოლიციის მინივენში გამომწყვდეულს იმდენი ურტყეს, რომ მისი სისხლით საწვიმარი გაივსო.
მას შემდეგ, რაც დაკავებულებს პოლიციის მინივენში მიიყვანდნენ, ურტყამდნენ ყველას და ყველგან, დასცინოდნენ, ამცირებდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. დავით ჯანიაშვილი "პირველებს" უყვება, რომ ცეცხლსასროლი იარაღითაც ემუქრებოდნენ.
მინივერნში მოხვედრილებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. 6-6 სპეცრაზმელი სისხლიანი ანგარიშსწორების დროს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. გიორგი ჩუტკერაშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ მომიტინგეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება წინასწარ არის დაგეგმილი. არსებობენ მოძალადე სპეცრაზმელების ჯგუფი, მცემელთა რაზმს ხელმძღვანელიც ჰყავს და სწორედ მისგან იღებენ მითითებებს, სხეულის რა ადგილებში უნდა დაარტყან მომიტინგეებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღევდაშვილის რეპორტაჟში.