საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს - ყოფილი მოსამართლე

03.12.24 19:19
საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს - ყოფილი მოსამართლე

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმს მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ განაცხადა.

ერემაძე მიიჩნევს, რომ “მსგავსი სუსტი სამართლებრივი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.“

დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, დღეს ის არ არსებობს. მას ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა არ არსებობის საკითხი. მას ჰქონდა შესაძლებლობა შიშველი ძალაუფლება, რაღაცნაირდ მოეთოკა და მოექცია კონსტიტუციის ფარგლებში.

ძალიან ცუდია, რომ სკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეებმა ვერ არა, არ გაიგეს რა ეწერა სარჩელებში, არ და ვერ გაიგეს 100 ათასობით ადამიანის ხმა. ისინი ვალდებულები იყვნენ, კონსტიტუციის არსებობის მიზნის გამართლებისთვის, დიდი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ ამ საკითხს და არა მხოლოდ წარმოებაში მიეღოთ,  არამედ დაეკმაყოფილებინათ ორივე სარჩელი და გაებათილებინათ არჩევნების შედეგები.

ეს იყო ელემენტარული წესიერების საკითხი, დაგენახა ის, რაც მთელმა ქვეყანამ დაინახა და გყოფნოდა კეთილსინდისიერება  და მინიმალური სითამამე, რომ დაგეწერა გადაწყვეტილებაში ის, რისი მოწმეც მთელი ქვეყანაა. მსგავსი სუსტი სამართლებრივი დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია“, - აღნიშნა ბრიფინგზე ერემაძემ

მისივე თქმით, სასამართლომ საკუთარი პრაქტიკა უარყო, რადგან სასამართლოს არ აქვს უფლება არაკონსტიტუციურად ცნოს საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები, თუ ისინი მიღებული არ არის არჩევნებამდე 15 თვის განმავლობაში.

ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლომ ფუნქციონირება დაასრულა. იმედი მაქვს, ოდესმე დადგება დრო, განაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში ვიამაყოთ მისი აქტებით“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.