ვთვლი, რომ საკმარისზე მეტსაც ვაკეთებთ - სახალხო დამცველი

03.12.24 19:45
ვთვლი, რომ საკმარისზე მეტსაც ვაკეთებთ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ სპეცრაზმის ძალადობრივი დარბევების და ძალის გადამეტების ფაქტებზე რეაგირების კუთხით, საკმარისზე მეტს აკეთებს - “იმაზე მეტს, რაც ჩვენს რესურსზე არის დამოკიდებული“.

როგორც ომბუდსმენმა “ტვ პირველის“ გადაცემა “დღის ამბებში“ განაცხადა, “ამაზე მეტის გაკეთება, შეუძლებელია“.

 

მე ვთვლი, რომ საკმარისზე მეტსაც ვაკეთებთ - იმაზე მეტს, რაც ჩვენს რესურსზე არის დამოკიდებული.

ამას ადასტურებს ის რაოდენობა ადამიანების მონახულების, ის შედგენილი მტკიცებულებები, რომელიც ამ ხუთ დღეში მოვაგროვეთ და ამ ყველაფრის შეფასებაზე დახარჯული ღამეები და დღეები.

ამაზე მეტის გაკეთება, უბრალოდ ამ პირობებში, ჩემი აზრით შეუძლებელია“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ სრული სურათისთვის, აქციაზე დგომა და აქციაში მონაწილეობა აუცილებელი არ არის და რასაც ის და მისი გუნდი მთელი ღამის განმავლობაში აკეთებენ, ისიც საკმარისია.

მთელი ღამის განმავლობაში ვსხედვართ და ვამონიტორინგებთ მედიას და სოციალურ ქსელს. თუ გვინდა ეფექტური იყოს ეს პროცესი, ასე კეთდება“, - დასძინა მან.