შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

03.12.24 19:55
შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

შსს პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი გოგინაშვილმა დატოვა.

"მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან" - წერს  გოგინაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.

30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს დან.